“ვინც თვლით, რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა დათმო, გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობაა.
სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით მოსაზრებებს, რომ ილიამ ბრძოლა გაყიდა, ძალით წააგებინეს და მსგავსი კომენტარები.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა დააფიქსირა და იმ ხალხს მიმართა, ვინც თვლის, რომ თოფურიამ ბრძოლა გაყიდა. მის ვიდეოს გთავაზობთ უცვლელად.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში გამართული ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო. მან მეოთხე რაუნდის შემდეგ, ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.