„ილიას შეცდომები ჰქონდა“ | კონორ მაკგრეგორმა თოფურიაზე ისაუბრა
კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე, რომელიც ამერიკელი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა, UFC Paramount+-თან ისაუბრა. ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ გეიჯის გამარჯვებას ელოდებოდა და „ელ მატადორმა“ შეცდომები დაუშვა.
„ვფიქრობდი, რომ ორთაბრძოლა სწორედ ასე წარიმართებოდა. ორივე მებრძოლის სავარჯიშო მეთოდებს თვალს ვადევნებდი. დარბაზში ყოფნისას აუცილებელია, წნეხის ქვეშ იყო და კედელთან ზურგით აღმოჩნდე, რაც თოფურიას მხარეს ნამდვილად არ დამინახავს.
ილიას ჩხუბის სტარტზე ხელები მაღლა ჰქონდა აწეული, წინ წავიდა და პირველივე დარტყმა მოხვდა. მას მოსამზადებელი კემპისას შეცდომები ჰქონდა, რომლებიც ოქტაგონზეც წარმოჩინდა“.
ცნობისთვის, კონორმა ილიაზე არიელ ჰელვანისთანაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ილია სრულყოფილი მებრძოლი არაა. მას შეცდომები აქვს და წაგების შემდეგ ძალიან ბნელ ადგილასაა, თუმცა მაკგრეგორს სჯერა, რომ „ელ მატადორს“ დაბრკოლებების გადალახვა და უმაღლეს დონეზე დაბრუნება შეუძლია.