20 წლის მანზამბის ბენეფისი - შვეიცარიამ ბოსნია დაამარცხა
Aa
Aa

20 წლის მანზამბის ბენეფისი - შვეიცარიამ ბოსნია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები დაიწყო. B ჯგუფში შვეიცარიამ ბოსნიას 4:1 მოუგო და გალიდერდა.

ევროპული დაპირისპირება მძიმედ დაიწყო და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. რეალური საგოლე მომენტებიც არ გვინახავს.

მეორე ტაიმის სტარტზეც ბევრი არაფერი ხდებოდა, თუმცა მურატ იაკინმა 71-ე წუთზე ვარგასი და მანზამბი შეუშვა, რომლებმაც გოლს + საგოლე გადაცემა გაიფორმეს და მატჩის მსვლელობა მთლიანად შემოაბრუნეს.

20 წლის მანზამბიმ საერთოდაც დუბლი გაიფორმა. მე-80 წუთისთვის ბოსნია მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა გუნდმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც შეძლო - 93-ე წუთზე მაჰმიჩმა გაიტანა.

შეხვედრას წერტილი გრანიტ ჯაკამ დაუსვა, რომელმაც 97-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამაღამვე კანადა ერაყს დაუპირისპირდება. ბოლო ტურის შეხვედრები კი 24 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები