რონალდინიო, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, პელე, კაფუ
Aa
Aa

„ფეხბურთში ისინი მეცნიერები არიან“ - კაფუს ყველა დროის კვარტეტი

უკანასკნელ პერიოდში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკუს ევანჯელისტა, იგივე კაფუ საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და საკუთარ მოსაზრებებს ღიად აფიქსირებს. რამდენიმე კვირის წინ მისმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ლეანდრო ტროსარი ხვიჩა კვარაცხელიაზე მაღალი დონის ფეხბურთელია, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია და მწარედ რომ ცდებოდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალმაც დაადასტურა. ამჯერად ვეტერან ბრაზილიელს ყველა დროის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს და მისგან საინტერესო პასუხები მოისმინეს.

კაფუ

მესი, მარადონა, პელე - ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ, სპორტის ნომერ პირველ სახეობაში საკუთარი კვალი დატოვეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. გარდა ამისა, სამივე მათგანი წარმოუდგენელი სიმსუბუქით თამაშობდა და ბურთთან ერთად ცეკვავდნენ. მოწინააღმდეგეების მოსატყუებლად გოლების გასატანად კი, დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდებოდათ.

ფეხბურთი ჩემთვის მეცნიერების დონეზეა აყვანილი და ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებს სწორედ მეცნიერებს ვუწოდებდი. მათ მხარდამხარ კი თავისუფლად შემიძლია რონალდინიოც დავასახელო. ბევრს მოსწონს ალფრედო დი სტეფანო, მაგრამ მე მისი თამაში არ მახსოვს. ასევე არ მახსოვს პელეს ასპარეზობა, მაგრამ პელე პელეა და მასზე საუბარი ზედმეტია.

ასევე იყვნენ იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი, ფრანც ბეკენბაუერი... თუმცა ჩემს ფავორიტ ოთხეულს იცით რა გამოარჩევდა? არამხოლოდ ფეხბურთი, არამედ ხასიათი, სათამაშო მანერა და მოედანზე გასვლის წყურვილი. არასოდეს მინახავს მესის, მარადონას, რონალდინიოს, ან პელეს მოედანზე ვინმესთან ეჩხუბოს. მათ ფეხებში ბევრს ურტყამდნენ, თუმცა კამათის ნაცვლად წამოდგებოდნენ და ფეხბურთით სიამოვნების მიღებას განაგრძობდნენ. ისინი მეტოქეებს დრიბლინგითა და გოლებით ანადგურებდნენ.

ცნობისათვის, მარკუს კაფუ სხვადასხვა პერიოდში „სან პაულუს“, „სარაგოსას“, „ხუვენტუდეს“, „პალმეირასის“, „რომასა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ, 1994 და 2002 წლებში გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიეგოც ზუსტად ასე ემზადებოდა - კიდევ ერთი პარალელი მარადონასთან
დიეგოც ზუსტად ასე ემზადებოდა - კიდევ ერთი პარალელი მარადონასთან