კამარუ უსმანი: ილიამ ბრძოლა იდეალური გეგმით დაიწყო, მაგრამ...
კამარუ უსმანი მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ბრძოლაზე იდეალური გეგმით გამოვიდა, თუმცა იმის გამო წააგო, რომ ჯასტინ გეიჯიმ დროულად გადაწყობა და ორთაბრძოლის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეძლო.
„ეს იყო პრაქტიკულად იდეალური გეგმა ბრძოლისთვის, სანამ ჯასტინი საჭირო კორექტივებს შეიტანდა. ილია მას უკან დახევას აიძულებდა და აიძულებდა ყველაფერი გამოეყენებინა, რაც კი გააჩნდა, ოღონდ ის დისტანციაზე ჰყოლოდა. მე მეჩვენება, რომ ილია ამ ბრძოლას შესანიშნავი გეგმით მიუდგა. მაგრამ არის ერთი რამ, რისი წინასწარ შემოწმებაც შეუძლებელია - ეს ხასიათია. შეუძლებელია მებრძოლის სიმამაცის გაზომვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასთან ადრე არასდროს გიჩხუბია.
დიახ, ილია აცილებდა დარტყმებს, მაგრამ რამდენიმე მოახვედრა კიდეც. მან რამდენიმე უმძიმესი დარტყმა გაატარა, რომლებიც ბევრ სხვა მეტოქესთან ბრძოლას დაასრულებდა. მაგრამ ჯასტინი არ გატყდა და ბრძოლიდან არ გამქრალა, და სწორედ ამაშია ამ ორთაბრძოლის მთელი ისტორია.
ილიამ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა. ნაკლებად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ის ოქტაგონს საჩემპიონო ქამრით დატოვებდა“,
- განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ქვესაშუალო წონაში, ჰენრი სეხუდოსთან ერთობლივი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.
მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის, რომელიც გასულ კვირას თეთრ სახლთან გამართულ UFC Freedom 250-ის ტურნირს აგვირგვინებდა, მეოთხე რაუნდის შემდეგ დასრულდა, რადგან კუთხემ „ელ მატადორი“ დასკვნით რაუნდში საბრძოლველად აღარ გაუშვა.