„რემატჩს ილია მოიგებს“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას პოტენციურ რემატჩზე ისაუბრა.
ვოლკანოვსკი მიიჩნევს, რომ თუ ეს ორთაბრძოლა შედგება, ილია თოფურია რევანშის აღებას შეძლებს.
„ჩემი აზრით, ილიას სწორი დასკვნების გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, რემატჩს ის მოიგებს. ამით გეიჯის არ ვაკნინებ, მაგრამ ილია ფავორიტად იყო მიჩნეული და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.
თოფურიას მოვლენების ფორსირება არ სჭირდება. უმჯობესია, დისტანციაზე იმუშავოს და ჯასტინი ხაფანგში შეიტყუოს, სადაც ილია თავის მომენტს იპოვის“.
შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა - მეოთხე რაუნდის შემდეგ ჩხუბის დასრულება ილიას კუთხემ მოითხოვა, გეიჯიმ კი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.