პრინციპული შეთანხმება შედგა - ენცო ფერნანდესი რეალს უახლოვდება
მადრიდის რეალი გაძლიერებას აგრძელებს. სპორტული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სამეფო კლუბმა ენცო ფერნანდესთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
სკირას თქმით, რეალი მზად არის ლონდონის ჩელსის სოლიდური წინადადებით მიმართოს და ტრანსფერი მალე დახუროს.
ენცო ფერნანდესს „ჩელსის“ დატოვება სურს და თავადაც აქტიურად ცდილობს კარიერის მადრიდის „რეალში“ გაგრძელებას.
თუ ტრანსფერი შედგება, არგენტინელი ნახევარმცველი მადრიდულ კლუბთან 2032 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბმა უკვე 4 ტრანსფერი განახორციელა. ბლანკოსში მომავალი სეზონიდან ბერნარდუ სილვა, იბრაჰიმა კონატე, დენზელ დუმფრისი და მარკ კუკურეია ითამაშებენ.
???? Excl. - Agreement in principle between #RealMadrid and #EnzoFernandez for a contract until 2032. Real Madrid are now ready to submit a huge bid to #Chelssa to try to sign the midfielder, who wants to leave #CFC and pushing to join Madrid. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) June 18, 2026