კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ანტი-რეკორდი | რონალდუს ყველაზე ცუდი სტატისტიკა მუნდიალზე

როგორც მოგეხსენებათ, მუნდიალზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა - პორტუგალია კონგოს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუმ ანტი-რეკორდი დაამყარა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ვეტერანი თავდამსხმელი კონგოსთან მატჩში ბურთს მხოლოდ 25-ჯერ შეეხო, მეტოქის საჯარიმოში კი 5-ჯერ.

ალ ნასრის ვარსკვლავი მე-6 მუნდიალზე თამაშობს და მას ყველაზე დიდი სანაკრებო ფორუმზე მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის მხრიდან ერთადერთი გოლი, თავური დარტყმით ჟოაუ ნევეშმა გაიტანა.

რობერტო მარტინესის გუნდი, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში უზბეკეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 23 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი
„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი