კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც“ - კრიშტიანუ კონგოსთან ფრეზე

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა (1:1).

„რა დაგვაკლდა მოსაგებად? არაფერი, უბრალოდ, ასეთია ფეხბურთი. როგორც მოგება, ისე წაგება შეგვეძლო. ორივე შედეგი მოსალოდნელი იყო“ - განაცხადა მან ერთ-ერთ პორტუგალიურ ტელეარხთან საუბარში.

მოგვიანებით რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს მიმართა.

„ეს ისეთი სტარტი არ იყო, რომელსაც ვისურვებდით, მაგრამ ჯერ დასასრულამდე შორია. უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ“.

ცნობისთვის, პორტუგალიამ მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც შეხვედრის დებიუტში, მე-6 წუთზე, რაც ჟოაუ ნევეშის გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს, კონგომ ანგარიში იოანე ვისას გოლით გაათანაბრა და საბოლოოდ, დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი
„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი