კოტ-დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელი კანადაში არ შეუშვეს | მიზეზი ცნობილია
Aa
Aa

კოტ-დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელი კანადაში არ შეუშვეს | მიზეზი ცნობილია

კოტ-დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელს, ელიე ვაჰის კანადაში შესვლის უფლება არ მისცეს, გერმანიასთან მატჩს გამოტოვებს.The Athletic-ის ინფორმაციით, გარიგებული მატჩების საქმეზე 2 კვირის წინ საფრანგეთში დააკავეს. მას ბრალად 17 მაისს, ნიცასა და მეც შორის გამართულ მატჩში განზრახ ყვითელი ბარათის მიღება ედება. ამ გაფრთხილების გამო საფრანგეთის ლიგა 1-ის ფლეი-ოფის პირველი მატჩი სენტ-ეტიენთან გამოტოვა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში (FFF) შევიდა ინფორმაცია რამდენიმე საეჭვო ფსონის შესახებ, რომლებიც ვაჰის მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე იყო დადებული, რის გამოც კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი ანტიკორუფციული დეპარტამენტის შესაბამისმა ორგანოებმა დაკითხეს. თუმცა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, რადგან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს; მოგვიანებით ვაჰის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებისა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო კოტ-დ'ივუარის პირველ მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ (1-0), თუმცა, ის შაბათს გერმანიის წინააღმდეგ გასამართ მატჩში არ ითამაშებს, რაც მისმა ფედერაციამაც დაადასტურა.

მატჩი კანადაში, ქალაქ ტორონტოში გაიმართება, ვაჰის კი ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. შედეგად, ის აშშ-ში დარჩება.

ნიცას 23 წლის ფორვარდმა პირველ ტურში ეკვადორთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მეორე ტურში კოტ-დ'ივუარი გერმანიას შეხვდება, მესამე ტურში - კურასაოს. კურასაოსთან შეხვედრა აშშ-ში გაიმართება. ასე რომ ვაჰი გუნდს მესამე ტურში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები