„ნამდვილი მეომარია“ | მახაჩევის მწვრთნელმა გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა შეაფასა. მენდესმა გეიჯი შეაქო და „ელ მატადორს“ ნამდვილი მეომარი უწოდა.
„ჯასტინ გეიჯიმ კორპუსში მიიღო დარტყმები, რომლებიც ნებისმიერ ჩვეულებრივ, დიად მებრძოლს დააფინიშებდა, თუმცა გეიჯი ჩვეულებრივი დიადი მებრძოლი არ არის, ის უფრო მაღლა დგას.
გეიჯიმ კორპუსში ისეთი დარტყმები მიიღო, რომლების შემდეგაც მებრძოლთა უმრავლესობა ვერ დაბრუნდებოდა. არ ვიცი, ეს თქვენც შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ პირველ რაუნდში ჯასტინის პირველივე დარტყმა ილიას თვალის არეში მოხვდა და, ჩემი აზრით, მისი დაღმასვლა სწორედ ამან განაპირობა.
თოფურიას, ალბათ, ორივე ორბიტალური ძვალი გატეხილი აქვს — ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ძალიან მტკივნეული ჩანდა. ილია თვალზე ხელს იფარებდა და მახსოვს, ვფიქრობდი, თოფურია რა მეომარია-მეთქი. ილია ნამდვილი მეომარია! მყოლია მებრძოლები, რომლებსაც ჩხუბისას იგივე ტრავმა მიუღიათ და ისე ვეღარ გაუგრძელებიათ, როგორც უნდოდათ, რადგან დაზიანებულ ადგილას ყოველი დარტყმის შემდეგ ძალიან დიდ ტკივილს გრძნობ.
ილიას საბრძოლო გეგმა? თოფურიამ გეიჯის მტკივნეული დარტყმები მიაყენა და ვფიქრობ, მეორე რაუნდში ჯასტინი პარტერში ადრენალინის გამო გადაიყვანა. ეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და არ ვთვლი, მათი გეგმა პარტერში გადასვლა ყოფილიყო. აუცილებელია გეიჯი შევაქოთ, რადგან მან უაღრესად მტკივნეულ დარტყმებს გაუძლო და მაღალ დონეზე დაბრუნდა“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. „ელ მატადორი“ UFC-ის P4P რეიტინგში დაქვეითდა და მეორედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.