„ამ სიტუაციაში ბევრჯერ ყოფილა, ბურთი უნდა გაეტარებინა“ - ანრიმ რონალდუ გააკრიტიკა
ტიერი ანრიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის იმედგამაცრუებელი სტარტისას კრიშტიანუ რონალდუს თამაშის შეფასებისას სიტყვები არ მოზომა და ის საჯაროდ გააკრიტიკა. „არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მომენტზე, სადაც, მისი აზრით, ლეგენდარული ფორვარდის პირადი დიდების წყურვილმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1:1 დასრულებულ მატჩში მის ნაკრებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გოლი დააკარგვინა.
მატჩის შემდეგ Fox News-ზე საუბრისას, ანრიმ მკაფიოდ აღნიშნა, თუ სად დაუშვა შეცდომა „ალ-ნასრის“ ვარსკვლავმა.
„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ხალხნო, გთხოვთ, ეკრანებთან მყოფებო: გუნდმა უნდა გაიტანოს, და არა კონკრეტულად შენ. როგორც ვხედავთ, აქ პორტუგალია ფლობს ბურთს, კანსელუ ბურთს იღებს. კრიშტიანუ რონალდუ ამ სიტუაციაში არაერთხელ ყოფილა. შენ რომ აქ ასეთი მოძრაობა გააკეთო, მცველს აიძულებ მიიღოს გადაწყვეტილება და მეკარის მოედანში ჩავიდეს. მაგრამ იმის გამო, რომ მას თავად სურს გატანა, ბრუნო ფერნანდეშის გზაზე მიდის. ის რომ მეკარის მოედანში შესულიყო, შენც ყოფილხარ ასეთ სიტუაციაში და ნახავდი - მცველს მოუწევდა მას გამოჰყოლოდა, და მაშინ ბრუნოს ცარიელ კარში მოუწევდა ბურთის შეგდება. მაგრამ რადგან მას თავად უნდა გატანა, უკან გასაკეთებელი პასის ხაზზე მოძრაობს. ახლა უკვე ორივე მოთამაშეს ხედავ და თავის დაცვაც ბევრად მარტივია“.
Really good analysis from Henry. This is the Ronaldo issue right now.
— Marc Geschwind (@MarcGeschwind) June 17, 2026
He's playing as a 9, but he's never been a 9 and he's not acting as a 9. Not giving Portugal those traits and it hurt them today. pic.twitter.com/yjSaOK2J5J
პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 23 ივნისს გამართავს. მათი მეტოქე უზბეკეთი იქნება, რომელმაც პირველ ტურში კოლუმბიასთან 1:3 წააგო. მატჩი ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.