პიტერ შმეიხელი, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„ბელგიის შემდეგ პორტუგალიის ოქროს თაობას ანადგურებს“ - შმეიხელმა მარტინესი გააკრიტიკა

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე პორტუგალიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად სრულიად დამსახურებულად ითვლებოდა, რადგან „ლუზიტანებს“ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, მათი ნახევარდაცვის ცენტრალური ხაზია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი სეზონის ტრიუმფატორი „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეებით, ვიტინიათი და ჟოაუ ნევეშით არის დაკომპლექტებული.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელებმა კონგოს ნაკრებს ვერაფერი მოუხერხეს და ფრედ 1:1 ითამაშეს, რის გამოც მათი დამრიგებელი რობერტო მარტინესი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მათ შორის გახლდათ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და დანიის ნაკრების ლეგენდარული ვეტერანი მეკარე პიტერ შმეიხელი, რომელმაც საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

რას ამბობს შმეიხელი

რობერტო მარტინესი მწვრთნელებს შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი იმედგაცრუებაა. მან ჯერ ბელგიის ნაკრების ოქროს თაობა მოკლა, ახლა კი იგივეს პორტუგალიის ეროვნულ გუნდში აკეთებს. როგორ შეიძლება დატოვო თადარიგში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჟოაუ ფელიქსი და რაფაელ ლეაუ არიან და როგორ შეიძლება ჯიუტად დაეყრდნო იმ სქემას, რომელიც არ მუშაობს?

პორტუგალია ზედმეტად ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული საიმისოდ, რომ ასეთი პროგნოზირებადი და ფრთხილი ტაქტიკით თამაშობდეს. ზედმეტად კონსერვატიულად უდგებიან საქმეს, შეტევაში კრეატიულობა აკლიათ, ნახევარდაცვის ხაზი ხშირ შემთხვევაში არაკოორდინირებულად მოქმედებს, ხოლო შეცვლების განხორციელება გამუდმებით გვიანდება. თუ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების კიდევ ერთ ბრწყინვალე შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან.

ცნობისათვის, პორტუგალია - კონგოს შეხვედრაში ლუზიტანების რიგებში ერთადერთი ბურთი ჟოაუ ნევეშმა გაიტანა, კრიშტიანუ რონალდუ კი ინერტულად გამოიყურებოდა და 90 წუთის განმავლობაში ბურთს მხოლოდ 25-ჯერ შეეხო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი
„მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთებიც ხდება. ვიცით, სადაც უნდა მოვუმატოთ“ - რობერტო მარტინესი