ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი ჰაიტისთან მატჩსაც გამოტოვებს

ნეიმარი თამაშს ვერც ჰაიტის წინააღმდეგ ვერ შეძლებს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

მანამდე „სანტოსის“ ფეხბურთელმა ტრავმის გამო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს წინააღმდეგ ბრაზილიელთა პირველი მატჩი (1:1) გამოტოვა. მოგვიანებით 34 წლის მოთამაშე ბურთით ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა სრულად აღდგენას ჯერ მაინც ვერ ახერხებს.

დღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) გამოაცხადა, რომ ნეიმარი გუნდთან ერთად ფილადელფიაში არ გაემგზავრება და ნიუ-ჯერსიში დარჩება, სადაც Columbia Park-ის სავარჯიშო ცენტრში ვარჯიშს გააგრძელებს, რადგან 100%-ით მზად ჯერ არ არის.

მე-2 ტურში ბრაზილია ჰაიტის ნაკრებს (20 ივნისს) დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები