ლიონელ მესი, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო: 16 წლის მესი ხელიდან დამისხლტა

ფაბიო კაპელო ნანობს, რომ ლიონელ მესის გაფორმება ვერ შეძლო, როდესაც „იუვენტუსს“ წვრთნიდა.

კაპელო 2005/06 წლების სეზონის დაწყებამდე, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ დამაარსებლის ჟოან გამპერის თასზე მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

„მესი გამპერის თასზე ხელიდან დამისხლტა. ის 16 წლის იყო, წარმოუდგენელი თავდადებითა და სიმსუბუქით თამაშობდა 90 000 გულშემატკივრის წინაშე ჩემი „იუვენტუსის“ მცველების წინააღმდეგ.

ოცი წუთის შემდეგ რაიკარდთან მივედი და ვთხოვე, რომ ის ჩემთვის ერთი წლით იჯარით მოეცა, რადგან ის „ბარსელონაში“ მეოთხე ლეგიონერი იყო.

მან უარი მითხრა, რადგან ისინი იურიდიულ გამოსავალს ეძებდნენ, შემდეგ კი მისთვის რაღაც ევროპელი ნათესავები გამოიგონეს“,

- განაცხადა „რეალის“, „მილანის“, „რომასა“ და სხვა კლუბების ექს-მწვრთნელმა Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები