მანუელ ნოიერი
Aa
Aa

„ბოლო სანაკრებო ტურნირია“ - ნოიერმა წასვლა დააანონსა

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის თხოვნით დაუბრუნდა და ბუნებრივია, როდესაც კარს მისი დონის მეკარე იცავს, თანაგუნდელები მშვიდად არიან და საკუთარ საქმეს უფრო კარგად ასრულებენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ ფუფუნებით ბუნდესნაკრები მუნდიალის შემდეგ ვეღარ ისარგებლებს, რაც თავად 40 წლის ლეგენდამაც დაადასტურა.

მანუელ ნოიერი

ეს ჩემი ბოლო ტურნირია გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში - ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ახლა ამ პლანეტის პირველობაზე ყოველ მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ველოდები და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს მატჩი უკანასკნელი იქნება. მჯერა, რომ ბოლომდე გავალთ და მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გავხდები, ამის რწმენა რომ არ მქონდეს, აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა სანაკრებო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას 2014 წელს მიაღწია, როდესაც ბუნდესგუნდთან ერთად ბრაზილიური მუნდიალი მოიგო. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2012 წლის ევროპის პირველობაზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოიერმა მათეუსის რეკორდი დაამხო | OPTA-ს საინტერესო სტატისტიკური ცნობები
ნოიერმა მათეუსის რეკორდი დაამხო | OPTA-ს საინტერესო სტატისტიკური ცნობები