მანუელ ნოიერი, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ნოიერი: ან გიყვარს ფეხბურთი, ან არა... ახლაც ისე ვღელავ, როგორც 2010 წელს

გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში კურასაოს იმავე ანგარიშით (7:1) დამარცხების შემდეგ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიის განადგურება (7:1) გაიხსენა.

„თამაშს ნამდვილი სიხარული მოჰქონდა და სათადარიგოებმაც შემოიტანეს ენერგია. გუნდში ერთიანობა იგრძნობა.

დიახ, ეს ნახევარფინალში ბრაზილია არ არის, არამედ კურასაოა, რომლისთვისაც მუნდიალზე ისტორიაში პირველი მატჩი იყო... მაგრამ კარგი სტარტი მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს გამოგვივიდა და ამიტომ კმაყოფილები ვართ.

ჯერ კიდევ მახსოვს ჩემი პირველი მატჩი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის წინააღმდეგ. ახლაც ისევე ვღელავ, თითქოს ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყოს.

ან გიყვარს ფეხბურთი, ან არა... ამიტომ, ეს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულია“,

- განაცხადა ნოიერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები