ლიონელ მესი
Aa
Aa

„მიხარია, შეცდომა რომ გამოვასწორე“ - რეკორდსმენის პირველი კომენტარი

არგენტინა - ავსტრიის მატჩი ლიონელ მესის არასოდეს დაავიწყდება - „ელ მონგოლიკომ“ დუბლი შეასრულა, მუნდიალზე 18 ბურთი დაუგროვდა და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლეო გახდა რუსი ოლეგ სალენკოს შემდეგ მეორე ფეხბურთელი პლანეტის პირველობის ისტორიაში, რომელმაც ორი ტურის შემდეგ მინიმუმ 5 ბურთის გატანა შეძლო - 1994 წელს სალენკოს ანგარიშზე 6 გოლი იყო. ავსტრიელებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ლეომ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დავიღალე, თუმცა იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ ემოციების დამალვა მიჭირს. არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებს დიდი სიხარული უკვე ვაჩუქეთ, მაგრამ ვეცდებით ისინი კიდევ უფრო მეტად გავახაროთ. პენალტის გაფუჭების გამო ძალიან ვბრაზობდი და საბედნიეროდ, დაშვებული შეცდომა გამოვასწორე. ამ გუნდში, ასეთი თანაგუნდელების გვერდით ასპარეზობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ჩვენ დიდი მიზნების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაში ვართ“.

ცნობისათვის, ლიონელ მესი მიროსლავ კლოზეს შემდეგ ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მინიმუმ 4 ბურთის გატანა სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო. მუნდიალზე გატანილი 18 ბურთიდან კი, 12 „ელ მონგოლიკომ“ მას შემდეგ გაიტანა, როდესაც 35 წელი შეუსრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
915-ე და 916-ე - საინტერესო ფაქტები მესიზე
915-ე და 916-ე - საინტერესო ფაქტები მესიზე