ლიონელ მესი
Aa
Aa

915-ე და 916-ე - საინტერესო ფაქტები მესიზე

მორიგი საფეხბურთო სპექტაკლი არგენტინელი ფენომენის შესრულებით - არგენტინა - ავსტრიის მატჩის დასაწყისში, როდესაც 11-მეტრიანი ვერ გაიტანა, შესაძლოა ბევრმა იფიქრა, რომ ეს ლიონელ მესის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ პირიქით მოხდა და „ელ მონგოლიკომ“ ნამდვილი სპექტაკლი დადგა, რომლის წყალობითაც ალბისელესტე 1/16-ფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიყვანა. 2006 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ლეომ ეროვნულ გუნდში დაიწყო თამაში, არგენტინელები პლეი ოფში მუდამ გადიან. ამის გარდა, მესისთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი არსებობს, რომელთა შესახებაც დეტალურად მოგიყვებით.

მთლიანად საფეხბურთო კარიერაში დღეს არგენტინელთა მეათე ნომერმა 1158-ე მატჩი ჩაატარა და 915-ე და 916-ე გოლები გაიტანა. 916 ბურთიდან მესიმ 672 - „ბარსელონაში“, 122 - არგენტინის ნაკრებში, 90 - „ინტერ მაიამიში“, ხოლო 32 - „პარი სენ-ჟერმენში“ მიითვალა. გარდა ამისა, ლეოს ანგარიშზე ჯამში კარიერაში 414 საგოლე გადაცემაა. აქვე გეტყვით, რომ მესის მთავარი კონკურენტის კრიშტიანუ რონალდუს აქტივში 1324 შეხვედრა და 973 გოლია.

მხოლოდ არგენტინის ნაკრებს თუ მივიღებთ მხედველობაში, მესიმ 201-ე თამაშში 121-ე და 122-ე ბურთები გაიტანა, კრიშტიანუს ანგარიშზე პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 228 მატჩი და 143 გოლია.

მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე ლიონელ მესიმ 28 შეხვედრაში 18 გოლით გამოიჩინა თავი, რითაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. 18 გოლიდან „ლა პულგამ“ 14 - მარცხენა, 4 კი მარჯვენა ფეხით გაიტანა.

ეროვნული გუნდის მაისურით შესრულებული 31 პენალტიდან მესის 25 აქვს გატანილი (80,6%), ხოლო 6 გაფუჭებული. კრიშტიანუ რონალდუს მიერ სანაკრებო კარიერაში დარტყმული ოცდათორმეტი 11-მეტრიანიდან მიზანს 22-მა (68,8%) უწია. მთლიანად კარიერაში ლეომ 147-დან 114 (77,6%), კრიშტიანუმ კი 219-დან 183 (83,6%) უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის რეალიზება შეძლო.

ფენომენი და ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული მესი ერთი ანტირეკორდის ავტორიცაა - მას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი, 3 პენალტი აქვს გაფუჭებული. ლეომ 11-მეტრიანი 2018 წელს - ისლანდიასთან, 2022 წელს - პოლონეთთან, მიმდინარე მსოფლიოზე კი ავსტრიასთან ვერ გაიტანა. დღევანდელ თამაშამდე ამ მხრივ მესისთან ერთად თანაანტირეკორდსმენი განელი ასამოა გიანი გახლდათ, რომელსაც სიზუსტე 2006 და 2010 წლების პლანეტის პირველობებზე ჩეხეთთან და ურუგვაისთან მატჩებში დააკლდა. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი, 7 პენალტი ასევე მესის აქვს გატანილი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ დროს მეგობრებთან ყოფნა ყოველთვის კარგია“ - სკალონი მესის მამის მდგომარეობაზე
„ასეთ დროს მეგობრებთან ყოფნა ყოველთვის კარგია“ - სკალონი მესის მამის მდგომარეობაზე