ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ბრაზილიელებს გაუთანაბრდნენ - ესპანელების მორიგი ისტორიული მიღწევა

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდთან მოპოვებული გამარჯვება ესპანეთის ნაკრებისთვის გარდა სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან „ფურია როხამ“ მეოცე საუკუნის მიწურულს ბრაზილიის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ესპანეთის ნაკრებს ზედიზედ 33 ოფიციალური მატჩია არ წაუგია, რითაც სელესაოს მიერ 1993-1998 წლებში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. უკანასკნელად „ფურია როხამ“ 2023 წლის მარტში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად შოტლანდიელებთან 0:2 წააგო და ამ ფენომენალურ სერიას ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა მას შემდეგ ჩაუყარეს საფუძველი. ამ პერიოდში ესპანელები პორტუგალიელებთან ერთა ლიგაზე პენალტების სერიაში და კოლუმბიელებთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდნენ, თუმცა ამ რეკორდში მხოლოდ ოფიციალური თამაშები იგულისხმება, პენალტების სერიაში მარცხი კი სტატისტიკაში წაგებად არ იწერება.

შეგახსენებთ, რომ ორ ტურში დაგროვებული 4 ქულით ესპანეთი ჯგუფის ლიდერია. მესამე ტურის შეხვედრას კი „სელესიონი“ ურუგვაისთან გამართავს, რომელიც 27 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს თამაში მუშტის მაგიდაზე დარტყმას ჰგავდა“ - დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ
„ეს თამაში მუშტის მაგიდაზე დარტყმას ჰგავდა“ - დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ