„ბოლო მუნდიალს საკლასო ოთახიდან ვუყურებდი, ახლა კი...“ - იამალი
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საუდის არაბეთთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, პირველი გოლის ავტორმა, ლამინ იამალმა მუნდიალებზე თავისი სადებიუტო გოლის შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს იამალი:
„ეს მართლაც უნიკალური გრძნობაა. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და ის, რომ ძირითად შემადგენლობაში დაწყებულ ჩემს პირველივე მატჩში გოლის გატანა შევძელი, ახდენილი ოცნებაა.“
„წინა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მატჩებს საკლასო ოთახიდან ვუყურებდი, ახლა კი აქ ყოფნა რაღაც წარმოუდგენელია. ძალიან ამაყი ვარ, ისევე როგორც დედაჩემი და ჩემი ოჯახი.“
„დღეს გვინდოდა, რომ მდგომარეობა გამოგვესწორებინა. პირველი მატჩის შემდეგ ხალხმა ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც სიმართლე არ იყო. პირველ თამაშში დაბრკოლებას წავაწყდით, მაგრამ ჩვენ ამას ვუპასუხეთ და წინსვლა განვაგრძეთ.“
„ამ გოლს ვუძღვნი დედაჩემს, ჩემს შეყვარებულს, ჩემს მეგობრებს და ყველას, ვინც აქ იმყოფება... და ასევე მათ, ვინც მატაროშია.“
ამ გამარჯვებით, ესპანეთმა ჯგუფში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში დე ლა ფუენტეს გუნდმა კაბო-ვერდესთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მომდევნო შეხვედრას კი 27 ივნისს, ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. მანამდე, რამდენიმე საათში ურუგვაი მეორე ტურის შეხვერას კაბო-ვერდესთან გამართავს.