ლუის დე ლა ფუენტე, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ეს თამაში მუშტის მაგიდაზე დარტყმას ჰგავდა“ - დე ლა ფუენტე მატჩის შემდეგ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურში საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის (4:0) შემდეგ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

ლუის დე ლა ფუენტე:

თამაშის გეგმის შესახებ

„მატჩები ყოველთვის განსხვავებულია, თუმცა ჩვენი გეგმა დაახლოებით იგივე რჩება. ჩვენ გამორჩეული პირველი ტაიმი და კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ უწყვეტობა და მოვემზადოთ იმ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, რომლებიც წინ გველის. ურუგვაისთან თამაში რთული იქნება“.

შეტევაში უფრო ვერტიკალური თამაშის შესახებ

„სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყველაზე მეტად ყურადღება. ჩვენ ეს განვიხილეთ ფეხბურთელებთან ერთად და ყველა დაეთანხმა, რომ მეტი ვერტიკალურობა და ინტენსივობა გვჭირდებოდა. ეს გამოიხატა კარში დარტყმების რაოდენობაში, იმაში, თუ როგორ ვაპრესინგებდით მეტოქეს პირველივე წუთიდან და ვკეტავდით მათ საკუთარ ნახევარზე. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მიდგომით, მაგრამ საჭიროა ზრდის და გაუმჯობესების გაგრძელება“.

ლამინ იამალისა და მიკელ ოიარსაბალის შესახებ

„როდრიმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ორივე ცენტრალურმა მცველმა შესანიშნავად ითამაშა. ლამინი იდეალურ ფორმაშია იმისთვის, რომ მოედანზე მთელი მატჩი გაატაროს. რაც შეეხება ოიარსაბალს, რა უნდა თქვა? მას მცირე პრობლემები ჰქონდა - ყველაფერზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ის ყოველთვის თამაშის განსაკუთრებულ დონეს აჩვენებს“.

შესვენებაზე ტანსაცმლის გამოცვლის შესახებ

„იმიტომ, რომ ძალიან ცხელოდა, მიუხედავად კონდიცირებისა. უფრო ყოველდღიურ ტანსაცმელში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი“.

კაბო-ვერდესთან 0:0-ის შემდეგ კრიტიკით გამოწვეულ დამატებით მოტივაციაზე

„არავის მოსწონს, როდესაც მის მუშაობასა და შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებენ, ამიტომ ფეხბურთელების რეაქცია სრულიად ბუნებრივია. ეს იყო ერთგვარი მუშტის მაგიდაზე დარტყმა, საკუთარი თავის წარმოჩენის და იმ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის დადასტურების გზა, რომელიც უკვე დიდი ხანია ვითარდება“.

ლამინ იამალის შეცვლის შესახებ

„რა თქმა უნდა, უნდა გვეყურებინა, როგორ წარიმართებოდა მატჩი, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მომავლის პერსპექტივით. ახლა ის უკვე იდეალურ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, სასარგებლოა მისი დატოვება მეტი თამაშის სურვილით“.

ამ გამარჯვებით, ესპანეთმა ჯგუფში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში დე ლა ფუენტეს გუნდმა კაბო-ვერდესთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მომდევნო შეხვედრას კი 27 ივნისს, ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. მანამდე, რამდენიმე საათში ურუგვაი მეორე ტურის შეხვერას კაბო-ვერდესთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის მარტივი გამარჯვება - იამალის სადებიუტო გოლი და ოიარსაბალის დუბლი
ესპანეთის მარტივი გამარჯვება - იამალის სადებიუტო გოლი და ოიარსაბალის დუბლი