ლამინ იამალი, მიკელ ოიარსაბალი
Aa
Aa

ესპანეთის მარტივი გამარჯვება - იამალის სადებიუტო გოლი და ოიარსაბალის დუბლი

მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. H ჯგუფის მეორე ტურში მეორე ტურში, „ფურია როხა“ საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა ლამინ იამალი და მსოფლიო ჩემპიონატებზე სადებიუტო გოლიც გაიტანა. ანგარიში მე-10 წუთზე სწორედ იამალმა გახსნა, რომელმაც ოიარსაბალის შედეგიანი გადაცემა ზუსსტად გამოიყენა. ამას 21-ე და 24-ე წუთებზე „რეალ სოსიედადის“ შემტევის დუბლი მოჰყვა და ესპანეთმა ტაიმი 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ტამბაკტის ავტოგოლით ანგარიში 4:0 გახდა და საბოლოოდ, ესპანეთმა ამავე ანგარიშით გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ მიკელ ოიარსაბალს დღევანდელი დუბლით ნაკრებში 27 გოლი დაუგროვდა და ესპანეთის ეროვნულ გუნდში, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. „რეალ სოსიედადის“ შემტევმა ემილიო ბუტრაგენიოს გადაუსწრო და ფერნანდო მორიენტესს გაუთანაბრდა.

ამ გამარჯვებით, ესპანეთმა ჯგუფში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში დე ლა ფუენტეს გუნდმა კაბო-ვერდესთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მომდევნო შეხვედრას კი 27 ივნისს, ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. მანამდე, რამდენიმე საათში ურუგვაი მეორე ტურის შეხვერას კაბო-ვერდესთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთისა და ერაყის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს
საფრანგეთისა და ერაყის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს