საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საფრანგეთისა და ერაყის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს

მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფში, საფრანგეთისა და ერაყის ნაკრებებს შორის მეორე ტურის მატჩი შესაძლოა, უამინდობის გამო გადაიდოს.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, შეხვედრის მასპინძელ ქალაქ ფილადელფიაში, 23 ივნისს ჭექა-ქუხილი არის გამოცხადებული. მართალია, ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე იქნება, თუმცა პერიოდულად, დღის განმავლობაში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილიც არის გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ FIFA-მ წინასწარ დააანონსა, რომ მსგავსი ამინდის შემთხვევაში, თამაშები გაურკვეველი ვადით შეწყდებოდა, ან გადაიდებოდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    არგენტინაში მესის გიგანტური ქანდაკება დადგეს
    არგენტინაში მესის გიგანტური ქანდაკება დადგეს