არგენტინაში მესის გიგანტური ქანდაკება დადგეს
არგენტინის ქალაქ ნეუკენში არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის საპატივცემულოდ ყველაზე მაღალი ქანდაკება გაიხსნა. მისი სიმაღლე 26 მეტრს შეადგენს.
ეს 5 მეტრით აღემატება წინა 21-მეტრიან სარეკორდო მონუმენტს, რომელიც ინდოეთში 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა და ივნისში დემონტაჟი გაუკეთეს.
პროექტის ავტორი, რომელმაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, მხატვარი ალდო ბეროისაა. ქანდაკება მესის არგენტინის ნაკრების მაისურში გამოსახავს, მის ფეხებთან კი მსოფლიო ჩემპიონატის თასი დგას.
ქანდაკება ფოლადის კარკასზე ბეტონისგან არის დამზადებული და მისი წონა 70 ტონას შეადგენს.