„ასეთ დროს მეგობრებთან ყოფნა ყოველთვის კარგია“ - სკალონი მესის მამის მდგომარეობაზე
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მესის მამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხორხე მესის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რაც გახდა კიდეც ალჟირთან მატჩში (3:0) გატანილი პირველი გოლის შემდეგ ლიონელის ცრემლების მიზეზი. მესის ოჯახმა ლეოს მამის ჯანმრთელობის პრობლემები დაადასტურა.
ამის შემდეგ, არგენტინელმა წამყვანმა, ფლორენსია პენიამ ეთერში განაცხადა, რომ მესის მამა გარდაიცვალა. ბოდიშის მოხდის მიუხედავად, ის ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. სიტუაციას არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეიც კი გამოეხმაურა:
„მედია გვახსენებს, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ კიდევ უფრო დაბლა დაეცნენ. არხმა წესრიგი გამოიჩინა ამ საზიზღარი ადამიანის გათავისუფლებით“.
რაც შეეხება სკალონის, მან შემდეგი რამ თქვა:
„კარგად ვართ, მზად ვართ (ავსტრიასთან) მატჩისთვის. გვჯერა, რომ სწორედ გუნდი ერთად ლახავს როგორც კარგ, ისე ცუდ სიტუაციებს.
ვიცით, რომ ყოველთვის უკეთესია მეგობრების გვერდით ყოფნა. ამას ყველანი ვგრძნობთ და ლეოც, ალბათ, ასე გრძნობს. ამ თემაზე მეტის დამატება არ მინდა. მატჩისთვის მზად ვართ“.
ბოლოს გეტყვით, რომ არგენტინა ავსტრიის მატჩი დღეს ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.