ლიონელ მესი, რობერტო კარლოსი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ჯერ არგენტინის დონეზე ვერ ვართ, უნდა მოვუმატოთ“ - კარლოსი ბრაზილიაზე

ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა სერხიო აგუეროსთან საუბრისას ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები შეადარა.

„მოდით, დავივიწყოთ წარსული. კონცენტრირება მოვახდინოთ აწმყოზე: ალბისელესტე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ბრაზილიამ უნდა მოუმატოს, რომ დაამარცხოს არგენტინა - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი.

ვფიქრობ, არგენტინა ამჟამად ბრაზილიაზე აშკარად წინ არის. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მწვრთნელი (ლიონელ სკალონი), რომელიც მათთან ერთად უკვე დიდი ხანია მუშაობს. მათ ჰყავთ ლეო მესი, რომელიც არის ეტალონი მსოფლიო ფეხბურთისთვის, ფეხბურთის ჩვენი ეპოქისთვის.

რაც შეეხება ბრაზილიას, ანჩელოტის გუნდს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა, თუ მოუმატებს. ამდენი წლის შემდეგ ფინალში კვლავ თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,

- განაცხადა რობერტო კარლოსმა.

აქვე გეტყვით, რომ არის შანსი ბრაზილიისა და არგენტინის გზები მიმდინარე მუნდიალზე ნახევარფინალში გადაიკვეთოს. თუ, „სელესაო“ თავის ჯგუფში „ალბისელესტეს“ მსგავსად პირველ ადგილს დაიკავებს, პლეი-ოფის ერთ ბადეში მოხვდებიან, თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა და ამაზე საუბარი ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები