ნეიმარი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ამის საფასურს ანჩელოტი გადაიხდის“ - კრიტიკა ნეიმარის გამო

ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობის გამოცხადებამდე კარლო ანჩელოტის ეროვნულ გუნდში ნეიმარის გამოძახებას ბევრი ურჩევდა და იტალიელმა სპეციალისტმა რომ საზოგადოების აზრი გაითვალისწინა, ამაზე 34 წლის ვარსკვლავის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნაც ადასტურებს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში „ფლამენგოს“ სპორტულმა დირექტორმა ჟოზე ბოტუმ ასეთი კომენტარი გააკეთა და სელესაოს იტალიელი დამრიგებელი საჯაროდ გააკრიტიკა:

„ნეიმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება აღარ შეუძლია. არ მესმის, რატომ გამოიძახა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო ორ თვეში მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ნათამაშები. ამ დროს კი, განაცხადს მიღმა ტოვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელს, პედრო აბრეუს, რომელიც 15 გოლით ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ამის გამო, ანჩელოტი საფასურს აუცილებლად გადაიხდის და პასუხსაც მოსთხოვენ“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იმყოფება, თუმცა როგორც მაროკოსთან (1:1), ასევე ჰაიტისთან (3:0) მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა. მზად იქნება თუ არა მესამე ტურისთვის, ჯერჯერობით უცნობია. აქვე გეტყვით, რომ ორ ტურში სელესაომ 4 ქულა დააგროვა და 1/16-ფინალის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელებს გაუთანაბრდნენ - ესპანელების მორიგი ისტორიული მიღწევა
ბრაზილიელებს გაუთანაბრდნენ - ესპანელების მორიგი ისტორიული მიღწევა