„როცა მესი აქტიურდება, მთელ გუნდზე მოქმედებს“ - სკალონის კომენტარი
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, არგენტინის ნაკრებმა ლეო მესის დუბლი ავსტრიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა სკალონიმ:
„როდესაც ლეო აქტიურდება, მთელი გუნდი აქტიურდება. სამუშაო ნამდვილად გვქონდა. თავიდან თამაში არ გამოგვდიოდა, მაგრამ მოთმინება გამოვიჩინეთ და საჭირო გადაცემების მოძებნა შევძელით. სტადიონზე ბევრი ოჯახი იყო. თუ იქ მყოფი ბავშვები გუნდთან კავშირს გრძნობენ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც გვიწევს ტანჯვა, მთელი გუნდი იტანჯება. დროდადრო ბურთი არ გვქონდა, და გუნდის დამსახურებაც სწორედ ნებისმიერ სიტუაციაში მოქმედების უნარში მდგომარეობს“.
ამ გამარჯვებით, არგენტინამ J ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ლიონელ სკალონის გუნდს 6 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 28 ივნისს, იორდანიის ნაკრებთან გამართავს.