იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

დიდი გაცვლა NBA-ში | იანისმა მილუოკი დატოვა და მაიამი ჰიტში ითამაშებს

„მილუოკი ბაქსში“ იანის ანტეტოკუნმპოს ეპოქა დასრულდა. NBA-ის ავტორიტეტული ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, „მილუოკიმ“ „გრიკ ფრიკი“ გაცვალა და მომდევნო სეზონიდან ბერძენი სუპერვარსკვლავი „მაიამი ჰიტის“ ღირსებას დაიცავს.

ჩარანიას მიხედვით, გაცვლის დეტალები ასეთია: „ბაქსმა“ იანისი და ბობი პორტისი გაუშვა, სანაცვლოდ კი ტაილერ ჰირო, კელელ უეარი, ხაიმე ხაკეს უმცროსი და კასპარას იაკუჩიონისი მიიღო. გარდა ამისა, „მაიამიმ“ დრაფტის პირველი რაუნდის სამი პიკი დათმო (ერთ-ერთი მოახლოებული დრაფტის მე-13 პიკია, მეორე — 2031 წლის, მესამე — 2033 წლის), ასევე მეორე რაუნდის ერთი პიკი (2033 წლის) და ერთიც პიკის გაცვლის უფლება.

„მაიამის“ გარდა იანისით „ბოსტონ სელტიქსიც“ ინტერესდებოდა. „კელტებმა“ „მილუოკის“ „გრიკ ფრიკის“ ჯეილენ ბრაუნსა და პირველი რაუნდის ორ პიკში გაცვლა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

„მილუოკიმ“ იანისი დრაფტზე 2013 წელს აირჩია და მან „ბაქსის“ რიგებში 13 სეზონი გაატარა. 2021 წელს ბერძენი კალათბურთელი NBA-ის ჩემპიონი და ფინალური სერიის MVP გახდა. 2019 და 2020 წლებში ანტეტოკუნმპომ რეგულარული სეზონის MVP-ის სტატუსი დაისაკუთრა. ის ყველა ვარსკვლავის მატჩის 10-გზის მონაწილეა და „ბაქსის“ ისტორიაში საუკეთესოა ქულებით, მოხსნებით, ასისტებითა და დაფარებებით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო
მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო