რატომ დაბრუნდა ისრაელიდან საქართველოში | ალთუნაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს. ქართველი ნახევარმცველი გასულ ზამთარში ისრაელის ჰაპოელ ჰაიფას ფეხბურთელი გახდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა და მოედანზე რეგულარულად გამოდიოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ფეხბურთელის სურვილია ბათუმის დინამოს ამბიციური პროექტის ნაწილი გახდეს და გუნდს ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმაროს.
29 წლის ნახევარმცველს, რომელიც იბერიას აღზრდილია, კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ბათუმის დინამოსთან აკავშირებს. საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, კარიერის საუკეთესო ფორმაში იყო, ეროვნულ ნაკრებში პირველად სწორედ აჭარული გუნდიდან მიიწვიეს.
რაც შეეხება სანდროს უცხოურ კარიერას, ჰაპოელ ჰაიფას გარდა ორი სეზონი ავსტრიულ ვოლფსბერგერში გაატარა, 2023-24 და 2024-25 წლების სეზონებში 49 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.