ერლინგ ჰოლანდი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„შანსები საფრანგეთთან? ალბათ ჩემპიონები გახდებიან“ - ჰოლანდი

ნორვეგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ერლინგ ჰოლანდმა სენეგალთან გამარჯვების შემდეგ (3:2) პლეიოფის საგზურის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ნორვეგია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფის პირველადგილოსანი სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა.

„როგორი შანსები გვაქვს საფრანგეთთან? ალბათ, მოგვიგებენ. მეტიც, ალბათ, ჩემპიონატსაც მოიგებენ. ახლა ეს საერთოდ არ მაინტერესებს. რაც მთავარია, მომდევნო ეტაპზე გავედით“.

2024 ოქტომბრიდან მოყოლებული ჰოლანდმა ნორვეგიის ნაკრების ყველა ოფიციალურ მატჩში გაიტანა - 12 მატჩში 24 გოლი.

„ბედნიერი ვარ. ნაკრებში თამაშისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ - ჯერ კიდევ იმ დღიდან, როცა ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩი ჩავატარე“.

ცნობისთვის, საფრანგეთსა და ნორვეგიას 6-6 ქულა აქვთ. ამ გუნდების დაპირისპირება 26 ივნისით თარიღდება. პარალელურად კი ერაყი სენეგალს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“ | კლოზე მესის რეკორდს გამოეხმაურა
„ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“ | კლოზე მესის რეკორდს გამოეხმაურა