ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ილიას განცხადებები არ მიკვირს“ | მახაჩევის მწვრთნელის კომენტარი

ისლამ მახაჩევის ლეგენდარული მწვრთნელი, ხავიერ მენდესი, ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მახაჩევს საბმიშენით (მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთი) დაამარცხებს, რაზეც მენდესმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„MMA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ უშუალოდ გრეპლინგის შეხვედრაზე ვსაუბრობთ, ვიტყოდი, რომ ამის შანსი ძალიან დაბალია. ილიას განცხადება სასაცილოდ არ მეჩვენება და არც მიკვირს, რადგან ის საკუთარ თავში დარწმუნებული მებრძოლია.

თოფურიას მართლა რომ არ სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია, მისი გამოსვლა ნაკლებად ეფექტური იქნებოდა. ილიას შეუძლებლის უნდა სჯეროდეს, რათა მას მიაღწიოს. ისლამის საბმიშენით დამარცხება უდიდესი მიღწევაა, მაგრამ, ალბათ, ეს არასდროს მოხდება.“

ცნობისთვის, მახაჩევს კარიერაში მოგებული 28 ორთაბრძოლიდან 13 საბმიშენით აქვს დასრულებული. ისლამს მხოლოდ ერთი წაგება აქვს და 2015 წელს ადრიანო მარტინსთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა
არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა