ილია საუკეთესოთა შორის | მასვიდალმა, პორიემ და უაიდმენმა თოფურია გამოარჩიეს
UFC-ის ლეგენდებმა, ხორხე მასვიდალმა, კრის უაიდმენმა და დასტინ პორიემ დაასახელეს მებრძოლები, რომლებსაც ყველაზე ვარსკვლავური სტატუსი აქვთ და ვისი ჩხუბის ყურებაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ. ილია თოფურია სამივე მათგანმა გამოარჩია და „ელ მატადორი“ სამივეს ტოპ ხუთში მოხვდა.
„მეხუთე ადგილზე ხამზატ ჩიმაევი მყავს. მეოთხეზე ჯონ ჯონსი გავიყვანე. მის შემდეგ ილია თოფურია მოდის, მეორე ადგილზე ალექს პერეირაა, პირველი — კონორ მაკგრეგორი“, — განაცხადა უაიდმენმა.
„ჩემი რეიტინგის პირველი ნომერი ალექს პერეირაა. შემდეგ ილია მოდის, მესამე ალექს პერეირაა, მეოთხე — გეიჯი, მეხუთე — პიმბლეტი. როგორც უაიდმენმა აღნიშნა, შევარჩიე მებრძოლები, რომელთა ჩხუბის ყურებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს,“ — აღნიშნა პორიემ.
„ჩემთან პირველი ილიაა. პერეირა მეორეა, შამა ყველამ იცის, ვინაა. მესამეზე ხამზატ ჩიმაევი მყავს, მეოთხე — შონ სტრიკლენდი, მეხუთე — ჩარლზ ოლივეირა“, — თქვა მასვიდალმა.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ Pound for pound რეიტინგის მეორე ნომერია და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელიც ტოპ 5-ში არც ერთმა შეიყვანა. ილიას ოქტაგონში ივნისში ვიხილავთ, როდესაც ის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.