ვახტანგ სალია
Aa
Aa

დიდი ალბათობით ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს | სალიამ ტრავმა მიიღო

„ნიუკასლის“ ფეხბურთელმა, ვახტანგ სალიამ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა Shields Gazette ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

„კაჭკაჭებში“ გადასვლის შემდეგ სალიას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე თვე გამოტოვა. მისი დებიუტი ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდელთა გუნდთან შედგა და სალიამ გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ ახალგაზრდა თავდამსხმელმა პრემიერ ლიგა 2-ის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

სალიამ „ლესტერთან“ გოლი გაიტანა, ოთხი დღის შემდეგ კი „ბლექბერნთან“ 15 წუთი ითამაშა. „ბლექბერნთან“ მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა და ამის მიზეზი, Shields Gazette-ის მიხედვით, ტრავმაა. ამ მომენტისთვის უცნობია, ვახტანგმა ძველი დაზიანება გაიმიზეზა თუ ახალი ტრავმა მიიღო, თუმცა კლუბი სიფრთხილის გამოჩენას აპირებს.

ცნობისთვის, სალიას „ნიუკასლთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 750 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: “შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია“
მიქაუტაძე: “შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია“