მერაბ დვალიშვილი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჩემთან ჭიდაობაზე მხოლოდ კამერების წინ ლაპარაკობს“ | ცარუკიანი მერაბზე

არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ცარუკიანი „მანქანას“ RAF-ის ღონისძიებაზე მასთან დაპირისპირებას სთავაზობს.

მერაბი ფილადელფიაში იყო ჩასული, სადაც ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ უნდა ეჭიდავა. „ტრიპელ სი“ შეხვედრას ტრავმის გამო ჩაეხსნა, ცარუკიანი კი მზად იყო, ურაია ფეიბერის გარდა, დვალიშვილთანაც ეჭიდავა, რაზეც მერაბისგან უარი მიიღო. არმანი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა.

„კამერების წინ მერაბი ყოველთვის ამბობს: „კი, არმანთან ჭიდაობა მინდა.“ რეალურ ცხოვრებაში ასე არ არის და ჩემთან ჭიდაობა არ უნდა, რადგან ფიზიკურად მასზე დიდი ვარ და თავისუფალი ჭიდაობა მასზე უკეთ ვიცი. მისთვის ჩემთან ჭიდაობას აზრი არ აქვს. მერაბს ვუთხარი, რომ 7 ქულას მივცემდი, მაგრამ უარი თქვა, რადგან ფიზიკურად მასზე დიდი ვარ.“

ცნობისთვის, დვალიშვილისა და სეხუდოს შეხვედრა ღონისძიების მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო. ჰენრიმ არ დააკონკრეტა, რა სახის დაზიანება ჰქონდა, მაგრამ აღნიშნა, რომ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა, ბევრად რთულ ვითარებაში აღმოჩენილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი აქვს, რომ სტანისიჩი გააწამოს“ | L'Equipe კვარას თამაშს ეხმაურება
„ყველაფერი აქვს, რომ სტანისიჩი გააწამოს“ | L'Equipe კვარას თამაშს ეხმაურება