მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარის გარდა ყველა დაღესტნელ მებრძოლს პატივს ვცემ“ | მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. „მანქანამ“ აღნიშნა, რომ დაღესტნელ მებრძოლებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა — ეს არის უმარ ნურმაგომედოვი.

„RAF-ში ჭიდაობა უმართან? ამაზე ფიქრს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან UFC-ის მებრძოლებს სხვა ორგანიზაციაში ერთმანეთის წინააღმდეგ გამოსვლის უფლება არ აქვთ. ეს ჩემმა მენეჯერმა მითხრა და არ მგონია, UFC-მა ჭიდაობის ნება დაგვრთოს. ეს ბიჭი არ მომწონს, რადგან X-ის გვერდზე ჩემ მიმართ უპატივცემულობა რამდენჯერმე გამოიჩინა. თქვა, რომ მას არ გაუკეთებია. მართლაც ასე რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც მას ეკისრება, რადგან მისმა ხალხმა გააკეთა. თუ UFC-მა მასთან ჩხუბი ჩამინიშნა, შევხვდები, მაგრამ სიამოვნებისთვის ვჭიდაობ და ასეთ შეხვედრას ამ ტიპის წინააღმდეგ არასდროს გავმართავ.

დაღესტანში სიამოვნებით ჩავიდოდი და კარგ მოჭიდავეებთან და MMA-ის მებრძოლებთან ვივარჯიშებდი. დაღესტანს დიდი ისტორია აქვს და MMA-ისთვის ძალიან კარგი ადგილია. MMA-მდე მათ სანდა, თავისუფალი ჭიდაობა და საბრძოლო სამბო ჰქონდათ.

დაღესტნელ მებრძოლებთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა — უმარ ნურმაგომედოვი არ მომწონს. დაღესტნელ მებრძოლებს ყოველთვის პატივს ვცემდი, რადგან ისინი თავდაუზოგავად მომუშავე ადამიანები არიან. სომხეთი, საქართველო, ჩეჩნეთი, დაღესტანი — ჩვენ მეგობრები ვართ და ერთ რეგიონს წარმოვადგენთ. ერთმანეთის მიმართ მტრობა არ გვაქვს. ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ და ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც კი მოსდით კონფლიქტი.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს RAF-ის ფარგლებში ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ უნდა ეჭიდავა, მაგრამ „ტრიპელ სი“ შეხვედრას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბერდელიძის ოქრო და შამილიშვილის ბრინჯაო აკვრაში | ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი
ბერდელიძის ოქრო და შამილიშვილის ბრინჯაო აკვრაში | ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი