ბერდელიძის ოქრო და შამილიშვილის ბრინჯაო აკვრაში | ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. აკვრაში გოდერძი ბერდელიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი ცდისას 123 კგ. დააფიქსირა, მეორე ცდა წარუმატებელი იყო, თუმცა მესამე ცდისას 125 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
აკვრაში რამინ შამილიშვილი სამივე ცდისას წარმატებული იყო. მან 115, 119 და 122 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სამწუხაროდ, ატაცში გოდერძი ბერდელიძემ ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს.
ატაცში რამინ შამილიშვილმა ჯერ 141 და შემდეგ 146 კგ. დააფიქსირა, თუმცა მესამე ცდა წარუმატებელი იყო, 149 კგ. ვერ ასწია. ატაცში მე-6 ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლამდე 1 კგ. დააკლდა, 268 კგ. დააფიქსირა და მე-4 პოზიცია დაიკავა.