პროგრესი მოლაპარაკებებში | ქოჩორაშვილი სპორტინგიდან მიდის
გიორგი ქოჩორაშვილი „ხეტაფეს“ სამიზნეა. ესპანური კლუბი „სპორტინგთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს ინფორმაციით, უდიდესი ალბათობით, 27 წლის ნახევარმცველი კარიერას სწორედ „ხეტაფეში“ გააგრძელებს.
„გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელის, რუი ბორჟესის სამომავლო გეგმების ნაწილი არ არის და A Bola-ს ინფორმაციით, ის „ხეტაფეში“ გადავა — კლუბში, რომელიც დიდი ხანია, მას თვალს ადევნებს. გარიგება იჯარაზე იქნება დაფუძნებული და 2027 წელს ესპანურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.
„სპორტინგისთვის“ პრიორიტეტი ფეხბურთელის გაყიდვა გახლავთ, რათა ერთი წლის წინ „ლევანტესთვის“ გადახდილი 5.5 მილიონი ევრო დაიბრუნოს, თუმცა საკითხის სასწრაფოდ მოსაგვარებლად, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოვლენები ზემოთ ხსენებული სცენარით განვითარდება.
„ხეტაფეს“ ქოჩორაშვილის დამატება ძალიან უნდა, მაგრამ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების მხრივ, ლა ლიგისგან შეზღუდვებს წააწყდა. ეს ესპანურ ფეხბურთში დაწესებული ფინანსური კონტროლითა და სახელფასო ლიმიტებით არის გამოწვეული. კლუბს ახალი ფეხბურთელების კონტრაქტების დარეგისტრირება არ ეკრძალება, თუმცა ინვესტირების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს, რამაც განაპირობა კიდეც ტრანსფერის ასეთი სტრუქტურა“, — წერს A Bola.
ცნობისთვის, „ხეტაფემ“ ლა ლიგის გასული სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასია და მათთვის სეზონი 15 აგვისტოს, „ალავესთან“ მატჩით იხსნება.