ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„პატარა სულელი ბავშვია“ | თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა

ილია თოფურია არიელ ჰელვანის გადაცემას ესტუმრა და ცნობილ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ არმან ცარუკიანზე ისაუბრა და სომეხ მებრძოლს ძალიან სულელი ადამიანი უწოდა.

„არმან ცარუკიანი? როგორც ბევრ ინტერვიუში აღვნიშნე, დამირეკეს და ორი ვარიანტი შემომთავაზეს: მახაჩევი და გეიჯი. შემდეგ მითხრეს, რომ ისლამმა ტრავმა მიიღო და ჯასტინს ვხვდებოდი. ხვალ რომ დამირეკონ და მითხრან, გეიჯიმ ტრავმა მიიღო და არმანთან უნდა იჩხუბოო, არანაირი პრობლემა არ მექნება. რომ დამირეკონ, ცარუკიანმა ტრავმა მიიღო და ჰელვანის უნდა შეხვდეო, არც ეს იქნება პრობლემა. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ.

არმან ცარუკიანი ძალიან სულელია. პატარა ბავშვია. პატარა ბავშვის მენტალიტეტი აქვს და საშინლად სულელია. ყველაფერი, რაც ცარუკიანზე ინტერნეტში ვნახე, სამარცხვინო იყო. არმანი ჯანდაბაშიც წასულა. ვის აინტერესებს?!

რაც არ მომწონს, არის ის, როცა აჩვენებენ, თითქოს მდიდრები არიან და ამდენ ფულს აფრიალებენ. ძმაო, მდიდარიც კი არ ხარ და მამაშენის ფულს ხარჯავ. ჩემი და არმანის ვიდეო? პატარა ბავშვია. ისინი განგსტერებივით იქცევიან, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, გიღიმიან, გკითხულობენ, როგორ ხარ და ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სამაგიეროდ, ტვიტერზე ყველა მათგანი განგსტერია და ამბობენ, ეს ამბავი ქუჩაში გადავწყვიტოთო.

პროფესიონალი მებრძოლი ვარ. ქუჩაში რა მინდა? განგსტერი არ ვარ. არ მგონია, ამ ყველაფერს შოუს გამო აკეთებდნენ. უბრალოდ, საშინლად სულელები არიან. არმანი ჩემს დონეზე არ იმყოფება. რომ ვიჩხუბოთ, პირველ რაუნდში ყბას მოვატეხავ. ვერაფერს მიზამს. არმან, დამშვიდდი, ჭიდაობის ტურნირებზე იასპარეზე, სტრიმები აკეთე და როცა მომენტი მოგეცემა, ოქტაგონში შემოდი, დანარჩენს მე მივხედავ. შე პატარა გაიძვერავ.“

სხვათა შორის, თოფურიამ ისიც აღნიშნა, რომ თუ მისი მომდევნო მეტოქე, ჯასტინ გეიჯი ტრავმას მიიღებს, მზადაა, არმანს შეხვდეს. „ელ მატადორი“ დარწმუნებულია, რომ მას პირველ რაუნდში დააფინიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი პლეიოფში | ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი პლეიოფში | ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა