ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„არ ველოდი, რომ ასე სწრაფად დასრულდებოდა“ - არბუზოვი ტატოსთან ფინალზე

თბილისში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, -81 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებულმა, ტიმურ არბუზოვმა თავისი გამოსვლა ევროპის ძიუდოს კავშირთან შეაფასა და ტატო გრიგალაშვილთან ფინალურ ბრძოლაზეც ისაუბრა.

რა თქვა არბუზოვმა:

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან არ მინდოდა ტიტულის დათმობა. ახლა ემოციების აღწერა ნამდვილად არ შემიძლია. ჩემი ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა ჩემს მხარდასაჭერად. ტრიბუნაზე ჩემი მწვრთნელი და მამაჩემიც იყვნენ. მთელი დღის განმავლობაში მესმოდა მამაჩემის ხმა, მაგრამ სულ ბოლომდე ვერ დავინახე და თვალი ვერ გავუსწორე. ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, რომ დღეს ყველა მათგანი გავახარე.“

„არ ველოდი, რომ ფინალი ასე სწრაფად დასრულდებოდა. მძიმე დაპირისპირებისთვის ვემზადებოდი. ტრიბუნებიდან წამოსულმა მხარდაჭერამ და გრიგალაშვილის გამო ატეხილმა ხმაურმა უფრო მეტადაც კი ამანთო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კოლიზეუმში გლადიატორები ვიყავით. თუნდაც ეს ყვირილი და გუგუნი ჩემს წინააღმდეგ იყოს მიმართული, მომწონს ასეთი ატმოსფერო. როდესაც გავიმარჯვე, ემოციები უბრალოდ მოზღვავებული იყო.“

სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილმა ტიმურ არბუზოვთან ზედიზედ სამი ფინალი დათმო - გასულ წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, მიმდინარე წელს კი ევროპის ჩემპიონატზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მემუდარებოდა, რომ გამარჯვება დამეთმო“ - კრპალეკმა თუშიშვილთან ფინალზე ისაუბრა
„მემუდარებოდა, რომ გამარჯვება დამეთმო“ - კრპალეკმა თუშიშვილთან ფინალზე ისაუბრა