გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„სულ მცირე 2 კვირა გაუცდება“ - The Athletic-ი მამარდაშვილის ტრავმაზე

გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც მერსისაიდულ დერბიში მუხლის ტრავმა მიიღო, სულ მცირე ორი კვირა გაუცდება, თუმცა დაზიანება სერიოზული არაა. ამის შესახებ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება.

მამარდაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს და ის ღრმა ჭრილობის მკურნალობას სახლში აგრძელებს. 25 წლის მეკარის მოედანზე დაბრუნების კონკრეტული ვადები არ სახელდება, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება 2 კვირაში მოხდეს, უარეს შემთხვევაში კი მამარდაშვილი თამაშს მხოლოდ 4 კვირაში შეძლებს.

„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე დავბრუნდები“, - ასე მიმართა გულშემატკივრებს ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელებში.

უახლოეს მატჩში „კრისტალ პალასთან“ „წითლების“ კარს 29 წლის ფრედი ვუდმენი დაიცავს. დიდი ალბათობით, მამარდაშვილი ასევე გამოტოვებს ვიზიტს „ოლდ ტრაფორდზე“ 3 მაისს. კითხვის ქვეშაა მისი თამაში 9 მაისს „ჩელსისთან“.

თუმცა, „ლივერპულისთვის“ სასიხარულო ამბავია ის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში დაბრუნებას გეგმავს ალისონ ბეკერი, რომელსაც 18 მარტის შემდეგ არ უთამაშია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
    „საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა