გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ყველაფერი კარგად არის“ | გიორგი მამარდაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

გიორგი მამარდაშვილმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. „ლივერპულის“ ქართველმა მეკარემ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მალე დაბრუნდება.

„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. მალე დავბრუნდები. დიდი გამარჯვება დერბიში და სამი ქულა.“

ცნობისთვის, „ევერტონთან“ გამართულ მერსისაიდულ დერბიში „მამარდა“ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ქართველმა მეკარემ ბეტოსთან შეჯახების შემდეგ მუხლი დაიზიანა და, როგორც არნე სლოტმა განაცხადა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სლოტის მიხედვით, მამარდაშვილს დიდი, ღია ჭრილობა ჰქონდა და სერიოზულ ტრავმას ადგილი არ ჰქონია. გიორგის პოსტი ადასტურებს, რომ მას დიდი ხნის გამოტოვება არ მოუწევს და იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც მერსისაიდელები „კრისტალ პალასთან“ გამართავენ, მოედანზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ წარმოვიდგენდი, ეს დღე თუ დადგებოდა“ | კრიტიკა და ნეიმარის პასუხი
„ვერ წარმოვიდგენდი, ეს დღე თუ დადგებოდა“ | კრიტიკა და ნეიმარის პასუხი