„ვერ წარმოვიდგენდი, ეს დღე თუ დადგებოდა“ | კრიტიკა და ნეიმარის პასუხი
ბრაზილიის სერია A-ს მე-12 ტურში ნეიმარის „სანტოსი“ „ფლუმინენსეს“ დაუპირისპირდა. „პაიშემ“ საშინაო სტადიონზე იასპარეზა, 2:3 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში მეხუთე შეხვედრა წააგო.
მატჩის შემდეგ მოხდა ეპიზოდი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნეიმარი გასახდელისკენ მიემართებოდა, რა დროსაც „სანტოსის“ გულშემატკივრები მას და მის გუნდს აკრიტიკებდნენ. „ნეიმ“ გააკეთა ჟესტი, რომელიც ბრაზილიურმა გამოცემებმა ყურებზე ხელების აფარებად შეაფასეს — თითქოს მას კრიტიკის მოსმენა არ სურდა.
„დადგა დღე, როდესაც ყურების მოფხანის ახსნა მიწევს. მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ზედმეტი მოგდით და საზღვარი გადაკვეთეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ატანა მიწევს. არც ერთ ადამიანს შეუძლია ამის ატანა,“ — განაცხადა ნეიმარმა მომხდართან დაკავშირებით და ვიდეო გაავრცელა, რომელიც მის ჟესტს სხვა კადრიდან აჩვენებს.
Chegou o dia que eu tenho que explicar uma COÇADA DE ORELHA!
— Neymar Jr (@neymarjr) April 19, 2026
Gente, sinceramente vocês estão pegando pesado demais e ultrapassando os limites … é triste demais ter que conviver com isso!
Não tem ser humano que aguente ????????♂️ pic.twitter.com/QSUeLd8l1Z
ცნობისთვის, „სანტოსს“ 13 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. ნეიმარი და კომპანია გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ და მომდევნო შეხვედრას „ბაჰიას“ წინააღმდეგ გამართავენ.