არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ბიზნეს კლასი შემომთავაზეს“ | ცარუკიანმა რეისიდან მოხსნაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანმა რამდენიმე დღის წინანდელ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის გამოც ფილადელფიისკენ მიმავალი რეისიდან მოხსნეს. ცარუკიანმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ American Airlines-ის წარმომადგენლებმა ბიზნეს კლასით მგზავრობა შესთავაზეს.

„როდესაც გამოვედით და თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკისკენ წასვლა დაიწყო, ჩემთან ხალხი მოვიდა და ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება დაიწყეს. ამ მომენტში, American Airlines-ის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ საქმე ცნობილ ადამიანთან ჰქონდათ.

გვითხრეს: „ბოდიშს გიხდით. ჩვენმა გუნდმა შეცდომა დაუშვა. მოდით, სხვა რეისზე გადაგიყვანთ, ბიზნეს კლასით იმგზავრებთ.“ ჩვენს თვითმფრინავს 20 მეტრი ჰქონდა გავლილი და ვუთხარი: „დააბრუნეთ და ჩავსხდებით“, თუმცა უარი მივიღე.

გვითხრეს, რომ ატლანტაში უნდა გავფრენილიყავით, იქ გავჩერებულიყავით და შემდეგ ფილადელფიაში წავსულიყავით. უარი ვთქვი, რადგან გადაჯდომა არ გვინდოდა. 12-საათიანი მგზავრობა რაში მჭირდებოდა?“

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი RAF-ის ღონისძიებაზე მიფრინავდა, სადაც ურაია ფეიბერთან უნდა ეჭიდავა. არმანმა გაიმარჯვა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. რაც შეეხება მომხდარს, დეტალები შეგიძლია ამ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ მოხსნეს ცარუკიანი რეისიდან | American Airlines-ის ოფიციალური განცხადება
რატომ მოხსნეს ცარუკიანი რეისიდან | American Airlines-ის ოფიციალური განცხადება