ლეაუს ბარსელონაში სურს - მილანმა პორტუგალიელს ფასი დააკლო
რაფაელ ლეაუს მომავალი „მილანში“ სულ უფრო გაურკვეველი ხდება. იტალიური და ესპანური მედიის ცნობით, პორტუგალიელი გარემარბი სერიოზულად განიხილავს კლუბის დატოვებას და მის პრიორიტეტად „ბარსელონაში“ გადასვლა რჩება.
გადამწყვეტ ფაქტორად სახელდება მისი ურთიერთობა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრისთან. ლეაუმ ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში არასტაბილური თამაშის გამო ადგილი დაკარგა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.
ამასთან ერთად, როსონერიც მზად არის შეამციროს ხარჯები და მოთამაშის გასხვისებაზე უფრო კონცენტრირებული გახდეს. თუ ადრე „მილანი“ დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა მზად არის შეთავაზებები დაახლოებით 50 მილიონიდან განიხილოს.
მიუხედავად ამისა, „ბარსელონაში“ ტრანსფერი მარტივი არ იქნება. კატალონიურ კლუბს ჯერ კიდევ აქვს ფინანსური შეზღუდვები და პარალელურად რამდენიმე სხვა ტრანსფერზეც მუშაობს, რაც ლეაუს შესაძლო გადაბარგებას აჭიანურებს.
პორტუგალიელს სხვა ვარიანტებიც აქვს — მათ შორის საუდის არაბეთიდან ფინანსურად ძალიან მომგებიანი შეთავაზებები — თუმცა მისი სურვილი ევროპაში დარჩენაა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, რაფაელის სტატისტიკა ასეთია: 26 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. თუმცა „მილანი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოშორდა და ახლა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის შენარჩუნებაა.
საერთო ჯამში, ლეაუს ტრანსფერი რეალურ სცენარად გამოიყურება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მეტწილად დამოკიდებული იქნება „ბარსელონას“ ფინანსურ შესაძლებლობებზე და სატრანსფერო პრიორიტეტებზე.