კოცოევი ტურნირიდან მოხსნეს | სულამანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ძიუდოში, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ილია სულამანიძის მეტოქე კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აკრძალული ილეთის გამო ტურნირიდან მოხსნეს და ბრინჯაოს მედალი ილიას დარჩა. ნახევარფინალში კოცოევმა აკრძალული ილეთი შეასრულა, აზერბაიჯანელი ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
ილია სულამანიძემ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ ბარატი და რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა, თუმცა ნიაზ ბილალოვთან შეხვედრა დამატებით დროში ვაზარით დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე გადაერთო. რეპეშაჟში შვეიცარიელ დანიელ ეიხს იპონით მოუგო, კოცოევთან შეხვედრა კი აღნიშნული მიზეზის გამო არ შედგა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში სამი ოქროს, ორი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანეს. სამწუხაროდ, გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდნენ. დღეს სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თუშიშვილი ფინალში გავიდა.