იბერია 1999, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„ჩემი გუნდისთვის ეს ახალი გამოცდილება იქნება“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ ესტუმრება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ანდრეი დემჩენკო:

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ „სლოვანი“ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია და ძალიან ცნობილი მწვრთნელი ჰყავს. იაია ტურე, როგორც ფეხბურთელი, ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“, და ამის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. გარდა ამისა, „სლოვანს“ შემადგენლობაში ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს.

„მთლიანობაში ვფიქრობ, რომ მასპინძლებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, შესაბამისად, იაია ტურეს ყოველთვის ეყოლება ფეხბურთელები, ვისაც მოედანზე გამოიყვანს და გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება. ჩვენ ვნახეთ „სლოვანის“ თამაში ლიგაში, სადაც 4:0 გაიმარჯვეს. მეტოქის დანაკლისის შესახებ ვიცით, მაგრამ „სლოვანი“ მათ გარეშეც მაღალი დონის გუნდია“.

„აქ, ამ სტადიონზე, გულშემატკივრები მასპინძლებს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევენ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს... „სლოვანს“ გასულ სეზონში სხვა მწვრთნელი ჰყავდა და მისი ხელმძღვანელობით სრულიად განსხვავებული სათამაშო სტილი ჰქონდათ.

„ჩვენს მოთამაშეებს ჩემპიონთა ლიგის მატჩებში თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვთ და ჩვენთან, საქართველოში, ფეხბურთზე იმდენი ხალხი არ დადის, რამდენიც აქ. ჩემი გუნდისთვის ეს იქნება ახალი და, ამავდროულად, უაღრესად ღირებული გამოცდილება“.

„თუ არ ვცდები, აქ, „სლოვანში“ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა: კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე. საკმარისია მხოლოდ იმის აღნიშვნა, თუ რა დიდ ასაკამდე თამაშობდა აქ კაშია. ვფიქრობ, ამ კუთხით „სლოვანთან“ ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი“.

„საქართველოში ყურადღებით ადევნებენ თვალს საზღვარგარეთ მოთამაშე თავიანთ ფეხბურთელებს. მართალია, მე უკრაინელი ვარ, მაგრამ ეს მატჩი ჩემთვისაც განსაკუთრებული იქნება, რადგან დანილო იგნატენკოს ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში ვწვრთნიდი. გარდა ამისა, აქ არის მიკოლა კუხარევიჩიც, კიდევ ერთი უკრაინელი“.

შეგახსენებთ, რომ „იბერიასა“ და „სლოვანს“ შორის პირველი მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა, ბრატისლაველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა კი საქართველოს დროით 22:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მრავალმხრივი ფეხბურთელი“ | Goal-მა ჩაკვეტაძე დაახასიათა
„მრავალმხრივი ფეხბურთელი“ | Goal-მა ჩაკვეტაძე დაახასიათა