სან-მარინოს ჩელენჯერი - ბასილაშვილი მერვედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სან-მარინოს ჩელენჯერის პირველ წრეში ჩეხ მიხაელ ვრბენსკის დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა.
პირველ სეტში ბასილაშვილი 3:2-ს იგებდა, შემდეგ მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმი აიღო და საბოლოოდ 6:3 გაიმარჯვა. მეორე სეტში ჩეხი ვრბენსკი უკეთესად გამოიყურებოდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო - 6:3.
მესამე სეტში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდებაზე კიდევ ორი გეიმი მოიგო და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.
მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ხორვატ პოლიჩაკსა და იტალიელ დალა ვალეს შორის გამარჯვებული იქნება.
აქვე გეტყვით, რომ სან-მარინოს ჩელენჯერის მოქმედი გამარჯვებული სლოვაკი ლუკაშ კლაინია, რომელმაც ფინალში ხორვატი დინო პრიზმიჩი 6:3, 6:4 დაამარცხა.