ეკო გორგოძე
Aa
Aa

პალერმოს ჩელენჯერი - გორგოძე მერვედფინალში დამარცხდა

პალერმოს ჩელენჯერის მერვედფინალში ეკო გორგოძე WTA რეიტინგის 271-ე ნომერს, იასმინ კაბაის დაუპირისპირდა და ორ სეტში 5:7 2:6 დამარცხდა.

პირველი სეტი მეტად დაძაბული გამოდგა. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდა.

სამწუხაროდ, მე-12 გეიმში, იმ დროს, როდესაც მაროკოელი 6:5-ს იგებდა და ეკო აწვდიდა, კაბაიმ ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი ბრეიკით გახსნა, თუმცა ამის შემდეგ, თავისი ზედიზედ 2 ჩაწოდება დათმო და კაბაი დაწინაურდა.

სამწუხაროდ, გორგოძემ მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლო და პალერმოს ჩელენჯერს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ პალერმოს ჩელენჯერამდე ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანიაში ITF-ის ეგიდით ჩატარებული ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები